სასიხარულო სიახლე მათთვის, ვინც მართვის მოწმობის აღებას გეგმავს
1784317315
მეტეოროლოგ კობა ფარტენაძის ინფორმაციით, საქართველოში მიმდინარე კვირის განმავლობაში მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება, თუმცა ამინდი კვლავ არასტაბილური იქნება.
მისი განმარტებით, ქვეყნის უმეტეს ნაწილში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, ხოლო ცალკეულ რაიონებში დღის მეორე ნახევარში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა და ელჭექი აღინიშნოს.
მეტეოროლოგი აღნიშნავს, რომ მიუხედავად სიცხისა, ჯერჯერობით სტაბილურად მზიანი დღეები არ არის მოსალოდნელი. შესაბამისად, სხვადასხვა რეგიონში ამინდი პერიოდულად შეიცვლება და მზიან ინტერვალებს ღრუბლიანობა და ადგილობრივი ნალექი ჩაანაცვლებს.
„მაღალი ტემპერატურის ფონზე, საქართველოში მიმდინარე კვირაშიც უმეტესად ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი და ზოგან კვლავ ხანმოკლე წვიმა, ელჭექით.ჯერჯერობით სტაბილურად მზიანი დღეები არ იქნება“,- წერს კობა ფარტენაძე.