საქართველოში 2025 წელს, 32 ბავშვი გაშვილდა, მშვილებელ პირთა რაოდენობა კი 1575-ს შეადგენდა

ბავშვი

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ინფორმაციით, 2025 წელს, საქართველოში, 32 ბავშვი გაშვილდა.

მშვილებელ პირთა რაოდენობა კი 1575-ს შეადგენდა.

სააგენტოს ცნობით, გასული 2025 წლის მონაცემების მიხედვით, გასაშვილებელი სტატუსის მქონე 59 ბავშვი იყო.