საქართველოს ტერიტორიულ წყლებში თურქეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდი შემოვიდა

თურქული ხომალდი

საქართველოს ტერიტორიულ წყლებში თურქეთის რესპუბლიკის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდი TCG YILDIRIM F-243 შემოვიდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხომალდის ეკიპაჟის წევრებს, ბათუმის პორტში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორი, I რანგის კაპიტანი რამაზ პაპიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი დახვდნენ.

ღონისძიებას თურქეთის რესპუბლიკის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ალი ქაან ორბაი, გენერალური კონსული ბათუმში რიზა ქაღან ილმაზი, თურქეთის სამხედრო ატაშე, პოლკოვნიკი ილჰან ოქთენდურალი, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.