1764070067
საქართველოს სახალხო დამცველი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა
2025 წლის 24 ნოემბერს სტრასბურგში ვიზიტით მყოფი საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს შეხვდა.
შეხვედრაზე მიმოიხილეს ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით არსებული მდგომარეობა, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ანგარიშში ასახულ საკითხებზე; შეკრების თავისუფლების მდგომარეობაზე, კვოტირების საკითხზე, აქციების დროს დაზარალებულთა მიმართ გამოძიების მიმდინარეობასა და სხვა აქტუალურ თემებზე.
სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ ყველა ის საკითხი, რომელიც ნახსენებია ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 2025 წლის ანგარიშში,დეტალურად არის წარმოდგენილი და განხილული სახალხო დამცველის საპარლამენტო და სპეციალურ ანგარიშებში.
შეხვედრაზე ხაზი გაუსვეს სახალხო დამცველის აპარატისა და ევროსაბჭოს თანამშრომლობას.ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა მადლობა გადაუხადა იმ საქმიანობისთვის, რომელსაც სახალხო დამცველი და მისი აპარატი ახორციელებს და თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი გამოთქვა.











