საქართველოს რკინიგზამ დამატებითი რეისები დანიშნა

რკინიგზა

 საქართველოს რკინიგზამ, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით გაზრდილი მგზავრთა ნაკადის გამო, დამატებითი რეისები დანიშნა. რეისები შესრულდება თბილისი - ბათუმი - თბილისი და თბილისი - ფოთი - თბილისის მიმართულებით, 14 აპრილამდე.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია კომპანიის ვებგვერდის და აპლიკაციის საშუალებით, ან საქართველოს რკინიგზის სალაროებში.