„საქართველოს რკინიგზა“ რეისების განახლებისა და ზოგიერთი რეისის გაუქმების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

რკინიგზა

"საქართველოს რკინიგზის" ინფორმაციით, დღეიდან ზოგიერთი სარკინიგზო რეისი აღდგება, რეისების ნაწილი კი დროებით არ შესრულდება.

3 მარტიდან შესრულდება შემდეგი რეისები: თბილისი-ოზურგეთი-თბილისი; ქუთაისი-რიონი და თბილისი-ბორჯომი-თბილისი.

უამინდობის გამო, უქმდება 3-4 მარტს დაგეგმილი რამდენიმე რეისი, ესენია: ბორჯომი-თბილისი; ქუთაისი-ბათუმი-ქუთაისი და ბათუმი-ოზურგეთი-ბათუმი.

„საქართველოს რკინიგზის" ცნობით, გაუქმებული რეისების ბილეთების საფასური სრულად ანაზღაურდება.