სტიქიის შემდეგი ტალღა – რა ხდება დიდთოვლობის შემდეგ და რა უნდა იცოდეთ
1740639958
საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორის პოზიციაზე გვანცა ვარამაშვილი დაინიშნა.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, გვანცა ვარამაშვილს აქვს საჯარო სამსახურში მუშაობისა და აკადემიური საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება.
„ამჟამად იგი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტია; მიღებული აქვს საჯარო მმართველობის მაგისტრის ხარისხი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გერმანიის ქ. შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში.
გვანცა ვარამაშვილი სამეცნიერო ნაშრომების ავტორი და თანაავტორია, მოპოვებული აქვს სხვადასხვა საერთაშორისო სამეცნიერო ფონდის სტიპენდია.
საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორის პოზიციაზე დანიშვნამდე იგი იკავებდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის გარემოსდაცვითი მიმართულებით ევროკავშირთან ინტეგრაციის სამმართველოს უფროსის თანამდებობას.