გზებზე უწყვეტი წითელი ზოლი გამოჩნდა - რას ნიშნავს ახალი მონიშვნა და რამდენია ჯარიმა
1787163007
დღეს დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში, თავდაცვის ძალების მეთაურთან, თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან, იუნკერებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად, აღვნიშნეთ 2026 წლის საბაკალავრო პროგრამისა და უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის საკანდიდატო კურსის გამოშვება.
ვულოცავ აკადემიის იუნკერებსა და მსმენელებს სწავლის დასრულებასა და ოფიცრის წოდების მიღებას! ეს დღე მათ ცხოვრებაში ახალი და მნიშვნელოვანი ეტაპის დასაწყისია. მჯერა, რომ აკადემიაში მიღებული ცოდნითა და გამოცდილებით ისინი კიდევ უფრო გააძლიერებენ ჩვენი ქვეყნის თავდაცვის ძალებს.
იუნკერთა და საკანდიდატო კურსის მსმენელების გამოშვება, ტრადიციულად, აკადემიის 107 წლის იუბილეზე აღინიშნა. დავით აღმაშენებლის სახელობის ეს ისტორიული სასწავლებელი ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულებაა. სასწავლებლის მთავარი მისია საქართველოს თავდაცვის ძალების მომავალ ოფიცერთა აღზრდა და პროფესიული მომზადებაა.
მაღალი დონის სამხედრო განათლება და ძლიერი ოფიცერთა კორპუსი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის უმნიშვნელოვანესი საფუძველია. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ეროვნული თავდაცვის აკადემიის გაძლიერებას, თანამედროვე სიახლეების დანერგვას, სამხედრო განათლების შესაძლებლობებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებას.
მინდა, მადლიერება გამოვხატო აკადემიის მეთაურის მიმართ. ბრიგადის გენერალ მამია ბალახაძის მეთაურობის პერიოდში ეროვნული თავდაცვის აკადემია განვითარების თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა. მისი პიროვნული თვისებები, ლიდერობა, პროფესიონალიზმი, პატრიოტიზმი და ქვეყნისთვის თავდადებული სამსახური ნამდვილად სამაგალითოა თითოეული სამხედროსთვის.
კიდევ ერთხელ ვულოცავ აკადემიის იუნკერებსა და მსმენელებს სწავლის დასრულებასა და ოფიცრის წოდების მიღებას!