1740477955
საქართველო-სომხეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა დაიწყო

23 მარტს, დინამო არენაზე, ერთა ლიგის პლეი-ოფიში საქართველო სომხეთს დაუპირისპირდება.
ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო.
უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, სტუმარი გუნდის ფანებისთვის გამოყოფილ პირველი იარუსის მე-9 და მე-10 სექტორზე არ დაიშვებიან ქართველი გულშემატკივრები.
🇦🇲 ერევანში, სომხეთის ნაკრების წინააღმდეგ 20 მარტს გასამართ მატჩზე ქართველი გულშემატკივრებისთვის განკუთვნილი ბილეთების გაყიდვა 28 თებერვალს, 12:00 საათზე დაიწყება. თითოეულ მომხმარებელს მაქსიმუმ ორი ბილეთის შეძენა შეუძლია.
ორივე მატჩზე დასასწრები ბილეთები მხოლოდ ონლაინ რეჟიმში გაიყიდება და რეალიზაციას TKT.GE უზრუნველყოფს", - წერია განცხადებაში.