საპატრიარქო სამძიმრის წერილს აქვეყნებს

საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქო მიტროპოლიტი სერაფიმეს (ჯოჯუა) გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სამძიმრის წერილს აქვეყნებს.

დიდი მწუხარებით ვიუწყებით, რომ გუშინ, გვიან ღამით, 64 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა მიტროპოლიტი სერაფიმე (ჯოჯუა) და ვუსამძიმრებთ ყველას, ვისთვისაც ძვირფასია მეუფის ხსოვნა.

მისი ცხედარი დღეს, 5 ნოემბერს, დასვენდება სიონის საკათედრო ტაძარში და სამი დღის მანძილზე გადახდილ იქნება პანაშვიდები, წირვები კი დაიწყება 9:00 საათზე.

გამოსვენება შედგება შაბათს, 14:00 საათზე, დაკრძალვა კი, - ქოშიგორას მონასტერში, იქ, სადაც მეუფე სერაფიმე ბოლო დროს მოღვაწეობდა“, - ვკითხულობთ განცხადებაში.