წყალი 12 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1770926058
სსიპ ქალაქ სამტრედიის პირველი საჯარო სკოლა სამძიმრის წერილს აქვეყნებს,სადაც ვკითხულობთ რომ გარდაიცვალა ამავე სკოლის ბიბლიოთეკარი ქეთი გოგიტაძე.
"გლოვის ზარია #პირველების თბილ და ღიმილიან ოჯახში.
დავკარგეთ ქეთი. ჩვენი უსაყვარლესი, უაღრესად თბილი და გულითადი ადამიანი. მისი ღიმილი და ფუსფუსი ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი იყო. ის ყველგან იყო სადაც ჭირდებოდათ, მუდამ ფუსფუსებდა, ზრუნავდა და სიმშვიდეს და სიყვარულს არიგებდა.
დღეს ძალიან გვტკივა, სიტყვებს ვეძებთ ერთმანეთის გასამხნევებლად და სანუგეშებლად და ამაოდ.. წარმოუდგენელია იმის გააზრება, რომ ქეთი აღარ იქნება ჩვენს შორის. ვერ ვეგუებით ამ სიცარიელეს… მისი ღიმილი, მისი მშვიდი ხმა, მისი მზრუნველი დამოკიდებულება ყველას ძალიან დაგვაკლდება.
მშვიდობით ჩვენო კეთილო, ფუმფულა გოგო. შენ ჩვენს გულში სამუდამო ბინა დაიდე და ვერსად გაგიშვებთ...
ვუთანაგრძნობთ მის ოჯახს და ახლობლებს... ვიზიარებთ ამ უსაზღვრო მწუხარებას და თავადაც ვართ ჭირისუფალნი
ნათელი ქეთის სულს.",-წერია სამძიმარში.