2025 წლის 21 დეკემბერს ზამთრის მზებუდობაა - რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ წარმატება მოიზიდოთ
1766307412
ახალციხეში, სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნულმა სააგენტომ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ნებაყოფლობით დარეგისტრირებული პირების მშობლებს მადლობის წერილები გადასცა. მადლობის სიგელით დაჯილდოვდა ახალციხის N5 საჯარო სკოლაც, რომელიც მუნიციპალიტეტში ნებაყოფლობით გაწვეულთა რაოდენობით მოწინავე აღმოჩნდა, - ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ღონისძიება სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და რეკრუტირების ახალციხის მუნიციპალური განყოფილების ორგანიზებით გაიმართა. საინფორმაციო ხასიათის შეხვედრაზე წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლასთან დაკავშირებით თავდაცვის კოდექსში შეტანილი ცვლილებებიც განიხილეს. შეხვედრის დასასრულს, რეკტუტირების სააგენტოს წარმომადგენლებმა ახალციხის მერს, ვარლამ წიკლაურს რეკტუტირების პროცესის მხარდაჭერისა და ხელშეწყობისთვის მადლობა გადაუხადეს.
საინფორმაციო შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და ეროვნულ სამხედრო სამსახურში ნებაყოფლობით დარეგისტრირებული პირების მშობლები დაესწრნენ.