სამეგრელო-ზემო სვანეთში 29 დევნილს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მხარდაჭერის მიზნით, ხელის ტრაქტორები გადაეცა

ტრაქტორი

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრებ 29 დევნილს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მხარდაჭერის მიზნით, ხელის ტრაქტორები გადაეცა.

აგრომეურნეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ჯამში იძულებით გადაადგილებული 240 პირი დაფინანსდა.

დევნილთა სააგენტომ პროგრამის გამარჯვებულებს, მათივე მოთხოვნის შესაბამისად, ხელის ტრაქტორები, სასოფლო-სამეურნეო აგრეგატები და მრავალწლიანი კულტურის ნერგები შეუსყიდა.

სახელმწიფო პროგრამა ყოველწლიურად ხორციელდება და მიზნად ისახავს დაეხმაროს სოფლად მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს მათი ყოველდღიური საქმიანობა სტაბილურ შემოსავლის წყაროდ აქციონ.