„საკმარისი ძალა მოვიკრიბე და ამას აუცილებლად მივიყვან ბოლომდე...“ - ბაბი კირკიტაძე გამოკითხვაზეა

ბაბი

ამ წუთებში ბაბი კირიკიტაძე გამოკითხვაზე იმყოფება. მომღერალი საგამოძიებო უწყებაში მას შემდეგ დაიბარეს, რაც საჯაროდ დაწერა, რომ ღირსების შემლახავი კადრები გაუვრცელეს.

საგამოძიებო უწყებაში შესვლამდე მომღერალმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, კადრები, რომელიც რამდენიმე სოციალურ პლატფორმაზე ატვირთეს, მრავალჯერადად დამონტაჟებულია.

„აბსოლუტურად საზიზღარი და გულის ამრევი ვიდეომონტაჟი ვნახე საკუთარ თავზე. ამას ასე ვერ დავტოვებდი. 

ნათლად არის ჩემი სახე ჩასმული, ასევე, ჟღერდება ვიდეოში ჩემი სახელიც. კარგად არის დამონტაჟებული. წარმოდგენაც კი არ მაქვს ვინ შეიძლება იყოს ასეთი ავადმყოფი და ბოროტმოქმედი. მე საკმარისი ძალა მოვიკრიბე და ამას მივიყვან ბოლომდე", - თქვა ჟურნალისტებთან მომღერალმა.

ასევე ნახეთ:

„ვერასდროს წარმოვიდგენდი, მსგავსი რამის დაწერა თუ მომიწევდა...“ - ბაბი კირკიტაძე მიმართვას ავრცელებს

რა ნივთები არ უნდა გადაყაროთ სახლიდან, რომ ამას უბედურება არ მოჰყვეს

დოლარის და ევროს ფასი შეიცვალა - ნახეთ უცხოური ვალუტის კურსი