რა ნივთები არ უნდა გადაყაროთ სახლიდან, რომ ამას უბედურება არ მოჰყვეს

ნივთები

რა უნდა გაითვალისწინოთ საყოფაცხოვრებო ნივთების გამოყენებისას, რომ ყველაფერი კარგად გქონდეთ ცხოვრებაში, – ამ თემაზე ეზოთერიკოსი საუბრობს: 

– მართალია, თანამედროვე ადამიანები ხალხურ მინიშნებებს იშვიათად აღიქვამენ სერიოზულად, თუმცა, ზოგიერთ მათგანს რეალურად შეუძლია უბედურების მოტანა. ამიტომ, ხალხური გადმოცემებიდან, უპირველესად, ყველაზე გავრცელებული მინიშნებები შევკრიბე ტანსაცმლის შესახებ და დაიჯერებთ თუ არა, თქვენი გადასაწყვეტია. თუმცა, სიკეთის რწმენა არასდროსაა ზედმეტი.

– რა ნივთების გადაყრა არ შეიძლება სახლიდან?

– მართლაც, ზოგიერთი ნივთის სახლიდან გადაგდება არ არის რეკომენდებული… და ასეთი რვაა. დავიწყოთ ფოტოებით. დიდი ხანია, ცნობილია, რომ ფოტოებს გარკვეული ენერგეტიკა აქვს. ამიტომ, არ უნდა გადააგდოთ როგორც საკუთარი, ისე სხვისი ფოტოებიც. თუ რაიმე მიზეზით რომელიმე მათგანს საოჯახო ალბომს ვერ მიაკუთვნებთ, შეგიძლიათ, უბრალოდ, კონვერტში ან ყუთში შეინახოთ. ასევე, ოჯახური ცხოვრება ხანგრძლივი და ბედნიერი იქნება, თუ პატარძალი საქორწილო კაბასა და ფატას ბოლომდე შეინარჩუნებს. არ გადაყაროთ საეკლესიო ნივთები: გულსაკიდი ჯვრები, ლოცვები, წიგნები, ხატები… თუ ეს ნივთები აღარ არის საჭირო, ტაძარში წაიღეთ. ასევე, არსებობს მოსაზრება, რომ საათი გადაგდებამდე მცირე ნაწილებად უნდა დაიშალოს. თუ ასე არ მოიქცევით, შეიძლება უბედურებას გადაეყაროთ. რაც შეეხება ძველ საფულეს – ის მიწაში უნდა ჩაფლათ ან დაწვათ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში, არ უნდა ჩააგდოთ ნაგვის ურნაში. თუ ამ მინიშნებას მიჰყვებით, ფინანსური კეთილდღეობა მომავალში გარანტირებული გექნებათ. ბავშვის ტანსაცმელი უმჯობესია, მისცეთ იმას, ვისაც შვილები ჰყავს. მაგრამ თუ დაზიანებულია, მაშინ დაწვით. ნურც ძველ პურს გადააგდებთ, ცხოველებს აჭამეთ. თუ დაობდა, ჯობია დაწვათ. მარილი, ისევე როგორც სხვა პროდუქტი, არ არის რეკომენდებული, გადაყაროთ. წაიკითხეთ სრულად

ასევე ნახეთ:

„ახლა პირში წყლის ჩაგუბების დრო არ არის“ - როგორია დეკემბრის სასიყვარულო ჰოროსკოპი

თუ გინდათ, რომ სიმშვიდემ და ბედნიერებამ დაისადგუროს - 6 ნივთი, რომელიც ვანგას აზრით, სახლში აუცილებლად უნდა გქონდეთ

რომელი კერძები უნდა მიირთვათ წონაში დასაკლებად ზოდიაქოს ნიშნებმა