სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო ინსტიტუციური განვითარების გრანტზე საჯარო კონკურსს აცხადებს

სახელმწიფო გრანტი

სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო ინსტიტუციური განვითარების გრანტზე საჯარო კონკურსს აცხადებს. ინფორმაციას სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოა ავრცელებს.

როგორც სააგენტო აცხადებს, კონკურსის მიზანია პრიორიტეტული მიმართულებებისა და მიზნობრივი პროგრამების შესაბამისად, სახელმწიფო გრანტის გაცემის გზით საზოგადოებრივი ორგანიზაციების ორგანიზაციული შესაძლებლობების გაძლიერება, გრძელვადიანი მდგრადობის უზრუნველყოფა და მათი სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერა.

საგრანტო განაცხადი (პროექტი) უნდა შეიცავდეს:

საზოგადოებრივი ორგანიზაციის ორგანიზაციული შესაძლებლობებისა და გრძელვადიანი მდგრადობის უზრუნველყოფის ხედვას;

სამოქალაქო ინიციატივას, რომელიც:

ა) პასუხობს საქართველოს მთავრობის 2025 წლის 18 ივლისის N1165 განკარგულებით დამტკიცებულ „სახელმწიფო გრანტის გაცემის პრიორიტეტულ მიმართულებებსა ან/და მიზნობრივ პროგრამებს“; იხ. ბმული: https://shorturl.at/pzcTE

ბ)  მიზნად ისახავს სახელმწიფოებრივი ან/და საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე საკითხზე ზემოქმედებას ეროვნულ ან/და ადგილობრივ დონეზე;

გ) შეესაბამება განმცხადებლის წესდებით დადგენილ ორგანიზაციის საქმიანობის მიზანს/მიზნებს.

საგრანტო განაცხადით მოთხოვნილი გრანტის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს – 700 000 (შვიდასი ათასი) ლარს.

საგრანტო პროექტის განხორციელების პერიოდი უნდა მოიცავდეს საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებიდან არანაკლებ 9 თვეს და არაუმეტეს 24 თვეს.

საჯარო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია მხოლოდ საქართველოში რეგისტრირებულ და მოქმედ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს (ა(ა)იპ) – საზოგადოებრივ ორგანიზაციას.

გარდა საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ორგანოს, მუნიციპალიტეტის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა.

საზოგადოებრივი ორგანიზაცია უფლებამოსილია საჯარო კონკურსში წარმოადგინოს მხოლოდ ერთი საგრანტო განაცხადი.

სავალდებულოდ წარმოსადგენი დოკუმენტები:

• განმცხადებლის მიმართვა კონკურსში მონაწილეობის შესახებ

• საგრანტო განაცხადის (პროექტი) ფორმა

• გეგმა-გრაფიკის ფორმა

• ბიუჯეტის ფორმა

• ორგანიზაციის ხელმძღვანელ(ებ)ის, პროექტის ხელმძღვანელის რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე

• საგრანტო პროექტში მონაწილე დარგის სპეციალისტის/ექსპერტის რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე

• არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის განახლებული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (გაცემის თარიღი: საჯარო კონკურსის გამოცხადების თარიღის შემდგომი პერიოდი)

• ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების მქონე პირ(ებ)ის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი

• საგრანტო პროექტის ხელმძღვანელი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი

• სარეკომენდაციო წერილი რეკომენდატორის არსებობის შემთხვევაში (გაცემის თარიღი: საჯარო კონკურსის გამოცხადების თარიღის შემდგომი პერიოდი)

• თანამშრომლობის შესახებ დოკუმენტი პროექტის პარტნიორის არსებობის შემთხვევაში

• სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საგადასახადო დავალიანების შესახებ ცნობა  (გაცემის თარიღი: საჯარო კონკურსის გამოცხადების თარიღის შემდგომი პერიოდი)

კონკურსით დაინტერესებულ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს განაცხადის წარმოდგენა შეუძლიათ 2025 წლის 26 სექტემბრიდან 2025 წლის 27 ოქტომბრის 18:00 საათამდე,  ელექტრონულ მისამართზე – grants@sgma.gov.ge ან მატერიალური ფორმით სააგენტოს მისამართზე – ქ.თბილისი, პავლე ინგოროყვას 7.

კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:

ორშაბათი-პარასკევი (სამუშაო დღეები), 10.00 – 18.00 საათამდე

ელ-ფოსტა: info@sgma.gov.ge

ტელ: 032 2 990900 (შიდა ნომერი: 2407; 2408)“, – წერს სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო.