საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ახალი სწრაფმავალი სამაშველო კატარღები შეიძინა

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, საძიებო-სამაშველო ოპერაციების ეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით, კიდევ 6 ახალი სწრაფმავალი სამაშველო კატარღა შეიძინა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„ქალაქ ბათუმში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა თემურ მღებრიშვილმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს თორნიკე რიჟვაძეს და ქალაქ ბათუმის მერს არჩილ ჩიქოვანს ახალი კატარღები
დაათვალიერებინა და ტექნიკური შესაძლებლობები გააცნო.

თანამედროვე კატარღები შავი ზღვის სანაპირო ზოლზე გადანაწილდება და ეფექტურია, როგორც ზღვაში, ასევე მდინარეში სამაშველო-საძიებო მოქმედებების დროს. კატარღები აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით. მასზე დამონტაჟებულია წყლის ფსკერის სკანირების საშუალებები“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.