ქალი, რომელმაც 9/11 იწინასწარმეტყველა, 2025 წლის შესახებ საუბრობს - Daily Mail
1745097703
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ექიმებმა ახალნამშობიარები დედა და ჩვილი ოზურგეთის სამედიცინო დაწესებულებაში უსაფრთხოდ გადაიყვანეს, - ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
„მელოგინემ, ჩოხატაურის კლინიკაში იმშობიარა, სადაც მისი ტრანსპორტირება სოფელ გოგოლესუბნიდან, ჩოხატაურის სასწრაფო დახმარების ბრიგადისა და სამაშველოს დახმარებით, ფორსმაჟორში მოხდა. ადგილზე გინეკოლოგი და ნეონატოლოგი გამოიძახეს. პაციენტის კლინიკაში შეყვანიდან 20 წუთში ჯანმრთელი ბიჭი დაიბადა.
დედა და მისი ახალდაბადებული ვაჟი, რეფერალური დახმარების ბრიგადამ, დღეს ჩოხატაურის კლინიკიდან ოზურგეთის კლინიკაში გადაიყვანა.
დიდთოვლობისა და მეტეოროლოგიური პირობების გამო, მათი გადაყვანა სირთულეებთან იყო დაკავშირებული, თუმცა სამაშველო სამსახურისა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის დახმარებით დედა და ჩვილი ჰოსპიტალიზებულია. ისინი სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფებიან და თავს კარგად გრძნობენ.
გვეამაყება
რეფერალური დახმარების ექიმი გიორგი ცენტერაძე;
ექთანი ნინო არჯევანიძე;
მძღოლი გურამი წულაძე", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.