საფრანგეთში ყოფილმა ქმარმა ქართველი ქალი მოკლა

dd

ფრანგული მედიის ცნობით, ყოფილმა ქმარმა ქართველი ქალი მოკლა.

„შემთხვევა შაბათის დილას მოხდა, როდესაც ქალი, რომელიც სასმელების ბარში მიმტანად მუშაობდა, დაწესებულების გახსნისას რამდენჯერმე იქნა დანით დაჭრილი - განაცხადა პროკურორ ნიკოლა ჰეიცმა.

ქართველი ქალი მულუზში ცხოვრობდა, იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მიღებული ჭრილობების შედეგად  გარდაიცვალა.

პირველადი ინფორმაციით, გარდაცვლილს დაახლოებით, სამი წლის განმავლობაში ურთიერთობა ჰქონდა მამაკაცთან, რომელსაც ცოტა ხნის წინ დაშორდა. კაცი მიიმალა და მას პოლიცია ეძებს“,- წერს ფრანგული მედია. 

ლელას გარდაცვალებას ახლობლები სოციალურ ქსელში ეხმაურებიან: 

„სიტყვებს ვერ ვალაგებ, რა გავიგე ჩემი ბავშვობის ნაწილი აღარ დადის ამ ქვეყანაზე. როგორი მწარე და რთულია როცა იმას გაიგებ, რომ შენი ცხოვრებაში იყო ისეთი თბილი და ტკბილი გოგო როგორიც შენ იყავი ლე უფალმა ნათელი და ცათა სასუფეველი დაგიმკვიდროს იმიერში მიყვარხარ და ასე გაგრძელდება მუდამ“,- წერს ახლობელი.