1755957588
საჩხერეში ავარია მსხვერპლით დასრულდა

საჩხერეში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
“ინფო იმერეთს” ადგილობრივებმა განუცხადეს, რომ სოფელ კორბოულში ავტომობილი ქვეითს დაეჯახა, რომელიც გარდაიცვალა.
მძღოლი დაკავებულია.
მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.