საბურთალოს რაიონის გამგებელი: რამდენიმეჯერ განხორციელდა ტექნიკური მარილის დაყრა. ინტენსიურად მიმდინარეობს სამუშაოები. მოხდა დაზიანებები ელექტროგადამცემ ხაზებზე, რომლის აღდგენა მიმდინარეობს

საბურთალოს რაიონი

თბილისში თოვა გრძელდება. მერია საგანგებო რეჟიმით მუშაობს. იწმინდება გზები, იყრება ტექნიკური მარილი. ამ დროისთვის გზებზე შეფერხება არ არის. უწყვეტი რეჟიმით მუშაობენ გამგეობებიც.

„რამდენიმეჯერ განხორციელდა ტექნიკური მარილის დაყრა. ინტენსიურად მიმდინარეობს სამუშაოები. მოხდა დაზიანებები ელექტროგადამცემ ხაზებზე, რომლის აღდგენა მიმდინარეობს. გამოთოვებები გვქონდა და გვაქვს შემოერთებულ ტერიტორიებზე: სოფელ დიღომში, სოფელ ვეძისში, დიდგორი, თელოვანი, სადაც ინტენსიურად ვმუშაობთ. იწმინდება გზები, იყრება ტექნიკური მარილი“, - განაცხადა საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძემ.