ტრაგედია თათა გიორგობიანის ოჯახში
1750881103
საბერძნეთში, მეუღლის მოსანახულებლად ჩასული 67 წლის ქართველი კაცი პოლიციამ დააკავა.
მომხდარის შესახებ CNN-ის ბერძნული გამოცემა წერს.
მათი ინფორმაციით, 67 წლის ქართველი პოლიციამ სამხედრო ბაზისთვის ფოტოს გადაღების გამო დააკავა.
დაკავებულმა ქართველმა თქვა, რომ ბაზასთან მხოლოდ ორი ფოტო გადაიღო და ჯაშუშობის არანაირი განზრახვა არ ჰქონია.
მისივე განცხადებით, საბერძნეთში მეუღლის მოსანახულებლად ჩავიდა.
მოსმენილი გარემოებებისა და მტკიცებულებების გათვალისწინებით ქართველი კაცი სასამართლომ გაათავისუფლა.