რუსთავში, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

ხანძარი

ხანძარი იყო რუსთავში. ცეცხლი შარტავას ქუჩაზე მდებარე კორპუსის მე-9 სართულზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში გაჩნდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

მოსახლეობის ინფორმაციით, აალების მომენტში სახლში არავინ იმყოფებოდა. ადგილზე სამაშველო, სახანძრო ჯგუფები დროულად მივიდნენ, მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს და ცეცხლი მალევე ჩააქრეს.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები, რომლებმაც ინტოქსიკაციით დაზარალებულებს დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს.