რუსთავში, რესტორანში მოულოდნელად მუსიკოსი გარდაიცვალა

ამერიკის პოლიცია

რუსთავში, ერთ-ერთ რესტორანში მუსიკოსი გარდაიცვალა.

ინფორმაციას „ინფო რუსთავი“ ავრცელებს. 

სააგენტოს ცნობით, მუსიკოსი, რომელიც სცენაზე უკრავდა, მოულოდნელად ცუდად გახდა და სასწრაფოს ექიმების მისვლამდე გარდაიცვალა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.

დამატებითი დეტალები უცნობია.