რუსთავში 16 წლის ბიჭს ქალაქის მასშტაბით ეძებენ

პოლიცია ლენტა

რუსთავში 16 წლის ბიჭს ეძებენ.

სამძებრო სამუშაოებში სამართალდამცველებთან ერთად სამაშველო სამსახურიცაა ჩართული.

მოზარდს მთელი ქალაქის მასშტაბით ეძებენ. მათ შორის მდინარე მტკვარში მყვინთავები.

შეგახსენებთ, რომ 16 წლის რევაზ დათაშვილი 14 სექტემბერს 02:00 საათზე თბილისის ქუჩიდან, საცხოვრებელი სახლიდან გავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს.