„როცა სრულიად დაუმსახურებლად სულს გაგითელავენ, მესამედ ბევრად ადვილი გადასატანია...“ - თათია შარანგია

თათია შარანგია

პიანისტი და ტელეწამყვანი, თათია შარანგია, სოციალურ ქსელებში დიდი აქტიურობით გამოირჩევა. ის ხშირად უზიარებს გამომწერებს პირადი ცხოვრების დეტალებს.

თათიამ, ამჟამად გამომწერების შეკითხვებს უპასუხა.

კითხვაზე, თუ ჰქონია დეპრესია ან რითი უშველა ამ პრობლემას, თათია პასუხობს:

„ზოგადად არ ვარ დეპრესიისკენ მიდრეკილი. ცუდ განწყობაზე მყოფ ჩემს თავს ვერ ვეგუები. თუმცა მქონია მომენტები და ყველაზე მეტად ამ დროს საყვარელი ადამიანების  გარშემო ყოფნა მეხმარება. მსიამოვნებს ბუნებაში სიარული, საყვარელი მუსიკის მოსმენა და რა თქმა უნდა, ბავშვებთან დროის გატარება. არ აყვეთ ნეგატიურ ფიქრებს...ესეც გაივლის..."- წერს თათია.

შემდეგ კითხვაზე: "საყვარელ ადამიანს, რომ დაშორდი, მის გარეშე ცხოვრებას როგორ შეეგუე?"

თათია პასუხობს, რომ: "როცა დაშორებას გადაწყვეტ , უკვე მის მიმართ გრძნობები აღარ გაქვს. რთულია, მარტივი არ არის, მაგრამ მე არ მჩვევია წარსულზე ტირილი. ვცხოვრობ დღეს და ახლა. ვცდილობ ჩემთვის მოსაწონი მომავალი შევქმნა.

„როცა სრულიად დაუმსახურებლად სულს გაგითელავენ, მესამედ ბევრად ადვილი გადასატანია..." - თათია