„კლინიკაში გული გაუჩერდა...“ - ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა
1734897289
წელს ვენეციის კინოფესტივალზე საქართველოს ეროვნული კინოცენტრსა და როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალს შორის გამართული მოლაპარაკებების შედეგად, როტერდამის რიგით 54-ე კინოფესტივალზე თენგიზ აბულაძის კინოკლასიკის - „სხვისი შვილების“ - აღდენილი ვერსიის მსოფლიო პრემიერა გაიმართება.
კინოფესტივალი 2025 წლის 30 იანვრიდან 9 თებერვლის ჩათვლით ჩატარდება. ქართული კინოშედევრის ჩვენება ფესტივალის ერთ-ერთი სექციის - Cinema Regained-ის ფარგლებში მოეწყობა.
ფილმის რესტავრირებული ვერსია 2023 წელს საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით შეიქმნა.
იხ. პროგრამის ბმული: https://shorturl.at/qTz3T