რომელი საუკუნით თარიღდება აკლდამები, რომლებიც წერეთლის გამზირზე აღმოაჩინეს

სამარხი

თბილისის მერიის ინფორმაციით, წერეთლის გამზირზე აღმოჩენილი სამარხები მე-19 საუკუნით თარიღდება.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ შესწავლის და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულები არიან  საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები და არქეოლოგები.

"წერეთლის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესში აღმოჩენილია მიწისქვეშა ნაგებობები, რომლებიც, სპეციალისტების დასკვნით, წარმოადგენს  მე-19 საუკუნის აკლდამებს.

შესწავლის და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულები არიან  საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები და არქეოლოგები.

ადგილზე სამუშაოები წარმოებს სწორედ სპეციალისტების ზედამხედველობით და შესაბამისი წესების დაცვით. დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით უახლოეს დღეებში,"-აღნიშნულია განცხადებაში.