„მძღოლი პირველივე შემთხვევაში დაჯარიმდება 1000 ლარით“ - საყურადღებო ინფორმაცია
1754995003
ყაზახეთში მომხდარი ავიაკატასტროფის შემდეგ, ერთ-ერთმა გადარჩენილმა მგზავრმა მომხდარის დეტალები გაიხსენა.
მისი თქმით, კატასტროფა მოულოდნელი იყო და ეკიპაჟმა მგზავრების გადასარჩენად ყველაფერი გააკეთა.
ავიაკატასტროფას გადარჩენილი ჰყვება, რომ თვითმფრინავმა რამდენჯერმე სცადა დაშვება, თუმცა უშედეგოდ.
„მადლობა პილოტებს, მათ გადაარჩინეს ჩვენი სიცოცხლე თავიანთი მანევრით. რომ არა ისინი, ყველანი დავიღუპებოდით“, – აღნიშნა მან.
მისივე თქმით, მის გვერდით მყოფი ყველა მგზავრი გადარჩა, თუმცა ბევრმა მათგანმა მძიმე დაზიანებები მიიღო.