როგორია რიკოთზე მომხდარი ავარიის დროს დაშავებულების მდგომარეობა

ავარია რიკოთზე

გვიან ღამით რიკოთზე ავარია მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქ ავტომობილს სატვირთო დაეჯახა.

მანქანაში მყოფი ოჯახის წევრები - მამა, დედა და 2 ბავშვი სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ავტომანქანით ხაშურის სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს. მოგვიანებით, მამა და შვილები თბილისში გადაიყვანეს.

დედის მდგომარეობა მძიმეა. მას შესაბამისი სამედიცინო პროცედურები ხაშურის გორმედის საავადმყოფოში უტარდება.

შსს-მ გამოძიება სსკ-ს 276 მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების დარღვევას გულისხმობს.