პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
პიარსპეციალისტი ნინჩო ჯიბლაძე მარიკუნა მიქატაძესთან ერთად გატარებულ ბავშვობის დღეებს იხსენებს,
„სულ პატარა იყო მარიკუნა საყვარელიძეებთან რომ ამოვიდა ზაფხულში – რანაირად უვლიდა მარიკა, როგორი სილამაზე იყო, ენით აღუწერელი. ყველა საღამო მახსოვს – ბავშვები რიგში ვდგებოდით, გორკის ქუჩაზე სოფასთან მარიკუნას ბანაობას ვინ უყურებდა, მარიკუნას ვინ აიყვანდა ხელში… მარიკას სასეირნოდ რომ გამოჰყავდა, უკან დავყვებოდით ჯარივით ბავშვები.
კვირა არ გავიდოდა ცუგოს მარიკასთან არ წავეყვანეთ – ეს მოგონებები ისეთი მძაფრია, არასოდეს დამავიწყდება მარიკას და ჯუნას სახლი, მარიკას სიკეთე, ჯადოსნური ლაპარაკი, ჯუნას ცრემლიანი თვალები და მარკუნას სილამაზე.
მარიკუნა მიყვარხარ, ჩემო ლამაზო გოგო“. – წერს ნინჩო ჯიბლაძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, მსახიობ გია ფერაძის შვილი მარიკუნა მიქატაძე, 39 წლის ასაკში საბერძნეთში გარდაიცვალა.
ასევე წაიკითხეთ
„მიყვარხარ! და ეს სამუდამოა!“ - გიორგი ფერაძის აქამდე უცნობი ფოტოები მარიკუნასთან ერთად
„ამას ვერასდროს შევძლებ...“ - რას წერს მარიკუნა მიქატაძის შვილი