„I said YES!“ - შორენა ბეგაშვილს ხელი სთხოვეს
1771057537
ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში. მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე. გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:
„მღვდელი ვარ და ვაკვირდები, როგორი საბრალოა უღმერთო ადამიანი... როგორი გაჭირვებული არ მინახავს, მომაკვდავი, ავადმყოფი, მაგრამ უღმერთოზე გაჭირვებული - არავინ. თანაც როგორი შეუვალები არიან?! ხომ არ გგონია, რამეს ეტყვი? აი, მაგალითად ადამიანს შია და აჭმევ, მოეფერები, სიცხე აქვს - წამალს მისცემ, გრილ ტილოს დაადებ, აღელვებულია - დაამშვიდებ, მაგრამ უღმერთო ადამიანი როგორ უნდა დაამშვიდო, როცა არ გიკარებს?! როცა მას ღმერთი აღიზიანებს?! იტანჯება და არ იცის, რატომ იტანჯება, ეს არის საშინელი მდგომარეობა...“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.