„როგორი დაუნდობელია ცხოვრება...“ - დეტალები ქუთაისში მომხდარ ავარიაზე, რომელსაც ცნობილი ექიმი ემსხვერპლა

maia ექიმი

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევას ცნობილი პედიატრი, მაია ბეშკენაძე ემსხვერპლა.

შემთხვევა აღმაშენებლის გამზირზე მოხდა. არსებული ცნობით, ბეშკენაძე ქვეითად გადაადგილდებოდა, როცა მას ავტომობილი დაეჯახა.

მიღებული დაზიანებების შედეგად ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდარის გამო შემთხვევის ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული.

დაღუპულ ქალს სოციალურ ქსელში ოჯახის წევრები, მეგობრები და პაციენტები ემშვიდობებიან:

„როგორი დაუნდობელია ცხოვრება...

არ მინდა რეალობა იყოს! შენ ხარ ის ვისი ჩანაცვლება არ მოხდება! ძალიან ბევრი ადამიანის იმედი და ძალა იყავით! მენანებით...

 არც მინდა დაჯერება…ჩემი იმედი,ჩემთვის უძვირფასესი ადამიანი ,ნამდვილად ერთი ეპოქა როგორი დასანანია...“