როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

გზა თოვლი

 23 დეკემბერს ქუთაისში უნალექო ამინდია, დღისით +16, ღამით კი +7 გრადუსია მოსალოდნელი.

მზიანი ამინდია ოზურგეთშიც, დღისით +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7. ბათუმშიც მზეა, დღისით ჰაერი +14 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო ამინდია ფოთშიც. დღისით +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით ტემპერატურა +14, ღამით კი +7 გრადუსია ნავარაუდევი.

უნალექო დღეა მოსალოდნელი სოხუმში. +13 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +6 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში თოვლია მოსალოდნელი, დღისით +6 გრადუსი იქნება, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში მზიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერი +11 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით +14 გრადუსი, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +10 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -5 გრადუსი იქნება.

ბორჯომში +7 იქნება დღისით, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი ამინდია მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +8 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -7 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო და მზიანი დღე იქნება გორში დღისით +9 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში, ჰაერის ტემპერატურა +8 გრადუსი იქნება, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში თოვლია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +4 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -9 გრადუსი იქნება. ომალოში მზიანი ამინდი იქნება, დღისით +6, ღამით კი -9 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში უნალექო დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +11 გრადუსი იქნება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება თელავშიც, +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +1 გრადუსია ნავარაუდევი.

უნალექო ამინდს ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +10 გრადუსი, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში მზიან ამინდს ელოდებიან, დღისით +8 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +1 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღეა რუსთავში, დღისით +10 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში მზიან ამინდს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი 0 გრადუსი იქნება.