1764264730
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
28 ნოემბერს ქუთაისში უნალექო ამინდს ელოდებიან, დღისით +23 და ღამით +10 გრადუსია მოსალოდნელი.
ასევე უნალექო დღეა ნავარაუდევი ოზურგეთში, დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11. ბათუმშიც მზიანი დღე იქნება. დღისით ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო ამინდია მოსალოდნელი ფოთში. დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია მოსალოდნელი. ასეთივე ამინდი იქნება ზუგდიდში, დღისით ტემპერატურა +21, ღამით კი +6 გრადუსია ნავარაუდევი.
უნალექო დღეა სოხუმში. +19 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში უნალექო დღეა ნავარაუდევი, დღისით +14 გრადუსი იქნება, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც უნალექო ამინდი იქნება. ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.
მზიანი ამინდია ჭიათურაშიც, დღისით +18 გრადუსი, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.
ახალციხეშიც უნალექო დღეა. დღისით ჰაერი +12 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -6 გრადუსი იქნება.
ნალექს არც ბორჯომში ელოდებიან. +14 იქნება დღისით, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღეა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +13 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -7 გრადუსი დაფიქსირდება.
მზიან ამინდს ელოდებიან გორში, დღისით +13 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ცხინვალში, ჰაერის ტემპერატურა +12 გრადუსი იქნება, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში უნალექო დღე იქნება, დღის განმავლობაში +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -3 გრადუსი იქნება. ომალოშიც უნალექო ამინდი იქნება, დღისით +11, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში უნალექო დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +14 გრადუსი იქნება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება თელავშიც, +13 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +1 გრადუსია ნავარაუდევი.
უნალექო ამინდს ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +14 გრადუსი, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში მზიან ამინდს ელოდებიან, დღისით +11 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +1 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო დღეა რუსთავში, დღისით +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +0 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისში მზიან ამინდს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +1 გრადუსი იქნება.











