„როგორ ვაიმედებდით მშობლებს....“ - ტანძიის საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

ტანძიის სკოლა

ტანძიის საჯარო სკოლა მოსწავლის გარდაცვალების შესახებ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

ტანძიის საჯარო სკოლა ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა მე-11 კლასელი თემურ ბაირამოვი.

გაოგნებისგან სათქმელს და ემოციებს თავს ვერ ვუყრით... ჯერაც ვერ დაგვიჯერებია... როგორ ვაიმედებდით მშობლებს, როგორ გვემადლიერებოდნენ, ყურადღებისა და იმედიანი განწყობის გამო... გულდასაწყვეტი რეალობა არ აგვცდა... ვწუხვართ უზომოდ... დასანანი ახალგაზრდა...“ - ვკითხულობთ სამძიმრის პოსტში.