როგორ შეიცვლება ამინდი 1 თებერვალს! - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

ამინდი

1 თებერვალს, საქართველოში მოსალოდნელია ცვალებადი ღრუბლიანობა, უმეტესად უნალექო ამინდი და ზომიერი ქარი, ხოლო ტემპერატურული ფონი რეგიონების მიხედვით განსხვავებული იქნება.

ყველაზე მაღალი ტემპერატურა +17 გრადუსი ბათუმშია მოსალოდნელი, ხოლო ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 0 გრადუსი გუდაურში დაფიქსირდება.

რაც შეეხება მოსალოდნელ ამინდს, ქალაქების მიხედვით, ის ასე გამოიყურება:

სოხუმი 11 გრადუსი, ზუგდიდი +12 გრადუსი, მესტია +3 გრადუსი, ფოთი +13 გრადუსი, ბათუმი +17 გრადუსი, ოზურგეთი +11 გრადუსი, ქუთაისი +12 გრადუსი, ბორჯომი +7  გრადუსი, ბაკურიანი +7 გრადუსი, ცხინვალი +5 გრადუსი, გორი +8 გრადუსი, გუდაური 0 გრადუსი,  თელავი +13 გრადუსი, რუსთავი +14 გრადუსი, თბილისი +15 გრადუსი.