როდის ხდება ევროპაში ზამთარში დროის გადაწევა და მოქმედებს თუ არა ეს წესი საქართველოში?

საათი

ევროპაში დროის გადაწევა ზამთარში ოქტომბრის ბოლო კვირას ხდება. თუმცა, 2021 წლიდან საათის გადაწევა - არგადაწევის საკითხს თავად ქვეყანა განსაზღვრავს. 

დღეს არსებული ევროდირექტივის მიხედვით, ევროპაში ქვეყნები ზაფხულის დროზე მარტის ბოლო კვირა დღეს, ზამთრის დროზე კი ოქტომბრის ბოლო კვირა დღეს გადადიან.

ევროკავშირში საათის გადაწევა 2002 წლიდან რეგულირდებდა. ზაფხულის დრო უკვე გაუქმებულია არაერთ ქვეყანაში, მათ შორის 2005 წლიდან საქართველოში.

წელიწადში ორჯერ საათის გადაწევა მე-20 საუკუნის დასაწყისში, ენერგიის ეკონომიის მიზნით დაიწყეს.