როდის გამოიდარებს და რამდენ ხანს გასტანს უნალექო ამინდი - მეტეოროლოგის პროგნოზი

ამინდი

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზზე წერს:

„დღეს დასავლეთ საქართველოში ამინდი უფრო ნოემბერს ჰგავდა, ვიდრე აპრილსა და გაზაფხულს, მაღალ მთაში თოვდა კიდეც, ხვალ იგივე სურათი აღმოსავლეთ საქართველოში გაგრძელდება - მოსალოდნელია წვიმა და ქარი, ასე რომ მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე კვლავ ნალექიანი ამინდი იქნება.
25 აპრილს - გამოიდარებს.
26 აპრილს - უმეტესად უნალექო დღე შენარჩუნდება.
27 აპრილში - ისევ გაუარესდება ამინდი და წვიმა დაბრუნდება.
ასე მიილევა აპრილი სტაბილური სითბოს გარეშე, მხოლოდ ხანმოკლე უნალექო პერიოდებით“, - წერს მეტეოროლოგი სოციალურ ქსელში.