რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტი და სტაციონარი მუშაობას განაახლებს

რესპუბლიკური საავადმყოფო

რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტი (ემერჯენსი) და სტაციონარი მუშაობას ანახლებს.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტი სრულად გარემონტდა, თანამედროვე აპარატურითა და ტექნიკით აღიჭურვა. განყოფილება 12 საწოლზეა გათვლილი, მოწყობილია-ტრიაჟის ოთახი, შოკის დარბაზი, მცირე და დიდი ობსერვაციის დარბაზები, ასევე ბოქსირებული პალატა.

კლინიკაში განახლდა და აღიჭურვა კრიტიკული მედიცინის და ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტიც (რეანიმაცია), სადაც განთავსებულია 12 საწოლი – I-II-III დონის ინტენსიური საწოლები, გადაუდებელი დიალიზის საწოლი, იზოლირებული და ბოქსირებული პალატები.

ჯამში, ორივე დეპარტამენტში, 110 სამედიცინო პერსონალია დასაქმებული.