რისი გაკეთება არ შეიძლება დიდ შაბათს
1775850881
ზოგს მიაჩნია, რომ ზედმეტად მორთული პასკა „პასკა აღარ არის“ და მას მხოლოდ შაქრის პუდრა სჭირდება. მეორე ნაწილი კი თვლის, რომ დღესასწაული ყველაფერში უნდა იგრძნობოდეს და პასკაც არ უნდა იყოს გამონაკლისი
პასკის რელიგიურ დატვირთვაზე არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე) Mshoblebi.ge-ს ესაუბრა.
„პასქა, თავისი არსით, არ არის რელიგიური პური. იგი საეკლესიო პურის - არტოსის- ხალხური ვარიაციაა, რომელიც შედარებით გვიან შემოვიდა ტრადიციაში. პასკა არის საგანგებოდ გამომცხვარი, აფუებული, ტკბილი პური, რომელიც მდიდარია ინგრედიენტებითა და სურნელოვანი სანელებლებით. თუმცა, მიუხედავად მისი საერო ბუნებისა, ხალხურმა ტრადიციამ მას უდიდესი სიმბოლური მნიშვნელობა მიანიჭა: პასქა სიმბოლურად გოლგოთას აღნიშნავს - სწორედ იმ ადგილს, სადაც კაცობრიობის გამოხსნა მოხდა. სახელწოდება „პასქაც“ სწორედ დღესასწაულის სახელიდან - პასექიდან (გამოხსნიდან) მომდინარეობს. უფლის მკვდრეთით აღდგომამ ადამიანებს უკვდავება მოუტანა, რის შემდეგაც განიღო სასუფევლის კარი, რომელიც მანამდე დახურული იყო. პასკის აფუებული, მაღალი ფორმა და ტკბილი გემო იმ სულიერი სიხარულისა და მადლის გამომხატველია, რომელიც სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვებას მოჰყვა.“.
- ბოლო წლებში პასკას სხვადასხვაგვარად აფორმებენ, რაზეც ხშირად კამათობენ. ზოგი თვლის, რომ იგი მხოლოდ შაქრის პუდრით უნდა მოვრთოთ. რას გვეტყვით ამაზე?
- არანაირი რელიგიური შეზღუდვა არ არსებობს. პასქის მორთვა-გაფორმება ადამიანების მხრიდან დღესასწაულის კიდევ უფრო მეტად გალამაზების სურვილია და ამით არაფერი შავდება.