ქარბუქი, თოვლი, ნისლი, წვიმა! - განახლებული ამინდის პროგნოზი
1767817342
ქრისტესშობის ღამეს მორწმუნეები ტრადიციისამებრ, ფანჯრებთან სანთლებს დაანთებენ.
რატომ ვანთებთ შობის ღამეს სარკმელთან სანთელს და რას ნიშნავს ეს ქრისტიანული ტრადიცია, დეკანოზი არჩილ ხაჩიძე განმარტავს:
„ფანჯრებთან სანთლის დანთების ტრადიცია ახალია, მისი უწმინდესობის მიერ იქნა შემოღებული და ამ ტრადიციას აქვს თავისი ლოგიკა, რომ, როგორც თავის დროზე ქრისტეს შობისას, 2000 წლის წინ, არ მოიძებნა მისთვის არც ერთი ადგილი, არც სასტუმროში, არც ოჯახში, და ბეთლემში, მღვიმეში, გამოქვაბულში დაიბადა იგი, დღეს ჩვენ, ჩვენი ამ მცირე ქმედებით, სანთელს ვანთებთ რა, ჩვენი სახლების სარკმელზე, ჩვენ, ღმერთს ვუცხადებთ იმას, რომ ჩვენ სახლებში არის შენი ადგილი. ჩვენ გელით, შემოდი და იშვი ჩვენთან, ჩვენს ცხოვრებაში, ჩვენს გულებში, ჩვენს ოჯახებში და ჩვენ ღია ვართ შენ მისაღებად. აღარ არის ისე, რომ შენი ადგილი არ მოინახა კაცთა შორის...“.
სრულად, ნახეთ ვიდეო:
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის კურთხევით, ბოლო წლებია მორწმუნეები შობის ღამეს ფანჯარაში სანთელს ანთებენ. სანთელს ძირითადად, ისინი ანთებენ, რომლებიც საშობაო ლიტურგიაზე ღამით, ტაძარში ვერ მიდიან.