1732386875
რატომ გვაქვს დღის განმავლობაში ძილის გამძაფრებული სურვილი - აშლილობა, რომელიც ქრონიკულ ძილიანობას იწვევს
დაღლილობა და მოთენთილობა თავისთავად, ყოველგვარი ძალისხმევის გარეშეც მოდის. არც მძიმე ტვირთი აგიწევია, არც კუს ტბაზე გირბენია დილაადრიან, მაგრამ ძალ-ღონე მაინც სადღაც გაქრა, თვალები კი გეხუჭება.
ეს უმიზეზო დაღლილობა, როგორც წესი, სეზონურად იჩენს ხოლმე თავს.
გადატვირთული რეჟიმი, არასწორი კვება, არასაკმარისი ძილი, მჯდომარე, პასიური ცხოვრება... უამრავი რამ მუშაობს დაღლილობის სასარგებლოდ. თუ ამ ფაქტორების აღმოფხვრამ დაღლილობა არ გააქრო, შესაძლოა, მის მიღმა რომელიმე დაავადება იმალებოდეს.
„დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში, ზაზა თელიას და სალომე კახეთელიძის რუბრიკის "თქვენი ჯანმრთელობისთვის" თემა ქრონიკული ძილიანობა იყო.
ექიმმა გამომწვევ მიზეზებზე და პრობლემის მოგვარების გზებზე ისაუბრა.