რომელ სართულამდე შეუძლია გველს აძრომა და როგორ შეიძლება მოხვდეს კორპუსის ბინებში
1780690106
ასტროლოგი, ფსიქოლოგი რამაზ გიგაური, სოციალურ ქსელში სხვადასხვა ასტროპროგნოზთან ერთად საზოგადოებას ხშირად უზიარებს სასარგებლო რჩევებს.
იგი ახალ სტატუსს აქვეყნებს თემაზე: რატომ ემართება ადამიანს ინფარქტი ზუსტად იმ ასაკში, როცა მამა გარდაიცვალა? - წერს:
„ოდესმე გქონიათ განცდა, რომ სხვისი ცხოვრებით ცხოვრობთ?ან შეგიმჩნევიათ უცნაური კანონზომიერება: წარმატებული კაცი კოტრდება ზუსტად 40 წლის — იმ ასაკში, როცა მისმა წინაპარმა რეპრესიების გამო ყველაფერი დაკარგა და გადაასახლეს.ქალი ვარდება მძიმე დეპრესიაში 35 წლის — იმ ასაკში, როცა დედამისი დაქვრივდა.ეს არ არის დამთხვევა. მეცნიერება ამას „იუბილეს სინდრომს“უწოდებს.სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა, ჯოზეფინ ჰილგარდმა ათასობით პაციენტის შესწავლისას შოკისმომგვრელი ფაქტი აღმოაჩინა: „გონებას შეიძლება დაავიწყდეს ტრავმის თარიღი, მაგრამ სხეულს — არასდროს.“,- წერს რამაზ გიგაური.