ვინ არის ბიზნესმენ ბექა ხოფერიას მეუღლე და რა კადრებს აქვეყნებს ის
1732209164
76 წლის ასაკში იმუნოლოგი, პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი თენგიზ ცერცვაძე გარდაიცვალა.
ინფორმაციას ოჯახის ახლობლები ადასტურებენ. მათივე ინფორმაციით, თენგიზ ცერცვაძე ბოლო დროს ავადმყოფობდა.
მას კოლეგები ქართული მედიცინის „დონ კიხოტს“ უწოდებდნენ. 52 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ის სამედიცინო სფეროში ერთ-ერთ ანგარიშგსაწევ ფიგურად და მაღალი რანგის პროფესიონალად მიიჩნეოდა. მის სახელთან არის დაკავშირებული ქვეყანაში შიდსის ვირუსთან ბრძოლის და ასევე C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის დანერგვა.
ახალგაზრდობაში სპორტით იყო გატაცებული – კალათბურთი, მაგიდის ჩოგბურთი, ჭადრაკი. მაშინ ნადირობა მისი მთავარი გატაცება გახლდათ, ახლა კი, კოლექციონერობამ გაიტაცა და სხვადასხვა მინიატურული ბუების კოლექციას აგროვებს. მის კაბინეტში ზოგ ბუს მაგისტრის ქუდი ახურავს, როგორც მეცნიერებისა და სიბრძნის სიმბოლო.
52-წლიანი მოღვწეობის განმავლობაში თენგიზ ცერცვაძეს არაერთი ჯილდო აქვს მიღებული, მათ შორის ბრწყინვალების ორდენი, რომელიც მედიცინის დარგში სულ 2-3 ადამიანზეა გაცემული. ეს ჯილდო სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს მხოლოდ და მხოლოდ განსაკუთრებული დამსახურებისთვის ენიჭებათ.
ბატონი თენგიზის მეუღლე ანა თოფურიაა გახლავთ – ექიმ-რევმატოლოგი, რომელსაც სამედიცინო სფეროში ასევე კარგად იცნობენ. მათ ხშირად ქართული მედიცინის ვარსკვლავურ წყვილს უწოდებდნენ.
როგორც კოლეგები ამბობენ, საკუთარი შვილი არ ჰყავთ, თუმცა მათ უამრავი შვილი, თუ მშობელი ემადლიერებათ. ბატონი თენგიზი ამბობს, რომ მისი ყველა წარმატება მეუღლის დამსახურებაა, რომელიც ყოველთვის გვერდში უდგას, მეგობრები კი ჯერ მის სადღეგრძელოს სვამენ და შემდეგ ჩემსასო.
სოციალური ქსელის მომხმარებელი, მანანა ნოდია, ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის შესახებ წერდა და აღნიშნავდა, რომ ბავშვობაში მას „ვუნდერკინდს“ ეძახდნენ.
ამასთან, ნოდია ემოციური სიტყვებით იხსენებს თენგიზ ცერცვაძესთან თანამშრომლობის პერიოდს.
„ერთ ქალაქში, ერთ უბანში ვცხოვრობდით. ჩვენი მშობლები კარგად იცნობდნენ ერთმანეთს. იმ წელს, სკოლაში რომ შევედი, თუ არ ვცდები, დამამთავრებელ კლასში იყო. ცნობილი ექიმების ერთადერთ ვაჟს, „ვუნდერკინდს“ ეძახდნენ.
ის, რასაც ახლა ვწერ, მისთვის არასდროს მითქვამს. არ იცის, ბავშვობიდან რომ ვიცნობ. რატომ? ცოტა სიტყვაძუნწი, ცოტა პირქუში, ცოტა… მოკლედ, „გაუცინარი ხელმწიფე“ იყო. არც მე გახლავართ დიდად კომუნიკაბელური და… ეს ამბავი, დღემდე მოვიტანე.
ვიცოდი, თავის სპეციალობაში ბადალი არ ჰყავდა, მაგრამ არ ვიცოდი, ასეთი დიდი გული თუ ჰქონდა! ხალხმა მიიღო, შეიყვარა, დააფასა, აღიარა!
ჩვენ, სამსახურეობრივმა მოვალეობებმა დაგვაკავშირა. კი არ გვთხოვდა, მოითხოვდა – „ჯანმრთელობის“ ყველა გადაცემაში შიდსზე გვესაუბრა. მაშინ, „შიდსი“ მძვინვარებდა, და „კოვიდ“-ზე ნაკლებად არ გვეშინოდა. მუდმივი რუბრიკაც კი, შემოგვთავაზა: – „ფრთხილად, შიდსი!“- მისმა თავგანწირულმა ბრძოლამ შედეგი გამოიღო, (ვფიქრობ, საკუთარი ჯანმრთელობის ფასად). ვიღას ახსოვს დღეს „შიდსი?“ ასე დავივიწყებთ ამ ავად სახსენებელ სენს, მალე! დარწმუნებული ვარ, ბატონი თენგიზის გამოისობით.
უსათნოეს ქალბატონ, ანასთან თანაცხოვრება, მოგვიანებით შესდგა. „ფერი ფერსა-მადლი ღმერთსა!“ ყველაზე მეტად- ანა თოფურიას და თენგიზ ცერცვაძის- წყვილს მიესადაგება! ადრე ვინატრე, ბევრი ასეთი წყვილი საქართველოს!“,-წერდა მანანა ნოდია.