რას უკავშირდება დემენციის შემთხვევის გახშირება - თბილისის საკრებულოში გამართულ კონფერენციაზე ხანდაზმულთა ჯანმრთელობის თანამედროვე გამოწვევებსა და სამედიცინო ინოვაციებზე ისაუბრეს

დემენცია

რას უკავშირდება დემენციის შემთხვევის გახშირება? ხანდაზმულთა ჯანმრთელობის თანამედროვე გამოწვევებსა და სამედიცინო ინოვაციებზე იყო საუბარი თბილისის საკრებულოში გამართულ კონფერენციაზე.

ღონისძიების ფარგლებში, სპეციალისტებმა განიხილეს ტვინის ასაკობრივი ცვლილებები, ნეიროდეგენერაციული დაავადებების პრევენცია და მკურნალობის ახალი მიდგომები.

ღონისძიების ორგანიზატორი "საქართველოს ექიმ ქალთა ასოციაციაა".