1770841551
ათონელის სასახლეში ხორვატიის პრეზიდენტის, ზორან მილანოვიჩის დახვედრის ცერემონია გაიმართა
ათონელის სასახლეში ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ზორან მილანოვიჩის ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართა.
მას მიხეილ ყაველაშვილი მასპინძლობს. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოსა და ხორვატიის საპარლამენტო დელეგაციის წარმომადგენლები.
ამასთან, 12:30 საათზე, დაგეგმილია მიხეილ ყაველაშვილისა და ზორან მილანოვიჩის ერთობლივი პრესკონფერენცია.
ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტი, ზორან მილანოვიჩი, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით მეუღლესთან, სანია მუსიჩ მილანოვიჩთან და თანმხლებ დელეგაციასთან ერთად 11 თებერვალს ეწვია.
ამასთან, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტის შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან.












