რას ჰყვებიან ისრაელიდან სამშობლოში დაბრუნებული „გორდელას“ წევრები

გორდელა სამშობლოში დაბრუნდა

გვიან ღამით ისრაელიდან სამშობლოში ანსამბლ "გორდელას" წევრები დაბრუნდნენ. მუსიკოსებს 7 ოქტომბერს ქალაქ თელ-ავივში კონცერტი უნდა გაემართათ, თუმცა ისრაელში განვითარებული მოვლენების გამო, მათ სამშობლოში დროზე ადრე დაბრუნება მოუწიათ.

საქართველოში დაბრუნებულები იხსენებენ ბოლო 24 საათის განმავლობაში ისრაელში ამოქმედებული უსაფრთხოების წესების გათვალისწინებით, როგორ უწევდათ საათობით ყოფნა თავშესაფრებში.

"ჯგუფი "გორდელა" იყო ფესტივალზე იერუსალიმში. შემდეგ 7-ში ქართველი ემიგრანტებისთვის უნდა ყოფილიყო კონცერტი, თუმცა, როგორც იცით, დილით დაიწყო ეს მოვლენები. ზოგადად, რთული და მძიმე მდგომარეობაა. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ელჩი, იმიტომ რომ ჩვენი იქ ყოფნისას მაქსიმალურად, შეინარჩუნეთ სიმშვიდე," - ამბობს ჯგუფის ერთ-ერთი წევრი.

ცნობისთვის, სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო.

ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.

ასევე ნახეთ:

“გამიფრინდა ჩემი ანგელოზი…” - მოდელი მარიშა გვიდანი გარდაიცვალა

„ჰამასის“ თავდასხმის შედეგად 700-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 2000-ზე მეტი კი დაშავდა