პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
საქართველოს მოქალაქეები, ამბობენ, რომ 72 საათია, რაც სუდანში ვითარება გართულდა. გასამხედროებულ დაჯგუფებასა და არმიას შორის დაპირისპირებები მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს, ხოლო საქართველოს მოქალაქეები არიან ახლა შედარებით უსაფრთხო ადგილას, თუმცა აქვთ საკვების და წყლის პრობლემა, ელექტროენერგია არ მიეწოდებათ, ამიტომ თითქმის შეუძლებელია მათთან მუდმივ კონტაქტზე ყოფნა.
ადამიანები, რომლებიც „ქრონიკას“ დაუკავშირდნენ, ამბობენ, რომ მათი ახლობლები სამუშაო მიზნით არიან წასულები სუდანში, დაახლოებით ორთვიანი ვიზიტით, ისინი არიან მფრინავები და ორ სხვადასხვა ჯგუფზეა საუბარი. თითოში არის ოცამდე ადამიანი. ანუ ჯამში 40-მდე ადამიანი იმყოფება ამ დროისთვის სუდანში, სადაც მიმდინარეობს სამოქალაქო დაპირისპირება.
„ქრონიკასთან“ საუბარში საქართველოს საგარეო უწყებაში ამბობენ, რომ არიან მუდმივ კონტაქტზე როგორც სუდანში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან, ასევე მათ ახლობლებთან და ცდილობენ სხვადასხვა გზით, მათ შორის პარტნიორებთან თანამშრომლობით გამოიყვანონ სუდანიდან ეს ადამიანები, თუმცა ვინაიდან ამ ეტაპზე შედარებით რთული ვითარებაა, დღის განმავლობაში ელოდებიან დამატებით სიახლეებს. სუდანში საქართველოს დიპლომატიური მისია არ ჰყავს და თურქეთიდან ხდება ამ ტერიტორიის დაფარვა.
ცნობისთვის, სუდანში გასამხედროებულ დაჯგუფებასა და ქვეყნის არმიას შორის შეტაკებებს ასამდე ადამიანი ემსხვერპლა, დაჭრილია ათასზე მეტი. არმია და გასამხედროებული დაჯგუფება ვერ თანხმდებიან, თუ როგორ უნდა გადავიდეს ქვეყანა სამოქალაქო მმართველობაზე.