ტემპერატურა, რამდენიმე დღით, მკვეთრად დაიკლებს... - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
1741685147
როგორ იღებს სათავეს ნაკიანი წლის ისტორია და რატომ ემატება ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ თებერვლის თვეს 29-ე დღე? ამას რამდენიმე ახსნა აქვს.
რიცხვების მიხედვით
კალიფორნიის რეაქტიული ძრავის ლაბორატორიის ინფორმაციით, ნაკიანი წელი უმეტესწილად არსებობს იმისთვის, რომ თვეები სინქრონიზებული იყოს წლიურ მოვლენებთან. ამ მოვლენებში ძირითადად შედის ბუნიობა, რომლის დროსაც დღე და ღამე თანაბრდება და ზამთრის და ზაფხულის მზედგომებთან, როდესაც წელიწადის განმავლობაში დღე ყველაზე მოკლე და ყველაზე გრძელია.
ნაკიანი წელიწადის დროს ხდება იმ სხვაობის ერთგვარი შესწორება, რომელიც დედამიწის მზის გარშემო მოძრაობის შედეგად წარმოიქმნება. ამერიკის აერონავტიკის და კოსმოსური კვლევების სააგენტოს - იგივე ნასას - ცნობით, მზის ორბიტაზე დედამიწის მიერ ერთი სრული წრის დარტყმას 365 დღე და დაახლოებით, 6 საათი სჭირდება - ოთხ წელში კი ეს 24 საათია, რაც ერთი დღე-ღამე გამოდის.
აშშ-ის ეროვნული საჰაერო და კოსმოსური მუზეუმის თანახმად, ყოველი მეოთხე წელიწადი ნაკიანი წელი არ არის. საუკუნეში ერთხელ ამ დარჩენილი მცირედი ცდომილებების გამოსწორებაც ხდება. თუ ეს კალიბრაციაც არ მოხდა, ყოველ წელს კალენდარი 44 წუთზე მეტი ხნით გახანგრძლივდება.
როგორ ხდება ეს კალიბრაცია? როგორ და, ნაკიანად ითვლება ყოველი ის წელი, რომელიც იყოფა 4-ზე, გარდა იმ წლებისა, რომელებიც დაბოლოებულია ორი ნულით. ამ კატეგორიაში კი არ შედის წლები, რომლებიც დაბოლოებულია ორი ნულით და იყოფა 400-ზე. მაგალითისთვის, კალენდარს ნაკიანი წელიწადი არ დამატებია 1700, 1800 და 1900 წლებში, მაგრამ დაემატა 2000 წელს. თუ პრაქტიკას მივყვებით 29 თებერვალი არ გვექნება არც 2100, 2200, 2300 და 2500 წლებში, მაგრამ გვექნება 2400 წელს. უახლოეს პერიოდში ნაკიანი წლები იქნება 2028, 2032 და 2036.
რა მოხდება ნაკიანი წელი რომ არ არსებობდეს?არაფერი კარგი... წელიწადის სეზონები კოსმოსურ და ბუნებრივ მოვლენებს არ დაემთხვეოდა, რადგან როგორც ალაბამას უნივერსიტეტის ფიზიკოსი იუნას ხანი ამბობს, „ნაკიანი წლების გარეშე, რამდენიმე ასეული წლის შემდეგ ზაფხული ნოემბერში გვექნებოდა“.